დენტოკინდი – კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული სიმპტომების შემსუბუქება¹
«ადამიანი-მაღვიძარა»?
ბავშვი

როგორ შეიძლება გამოვლინდეს კბილების მტკივნეული ამოჭრა პატარებში?²

ხილული ნიშნები
  • კბილის ამოჭრის ადგილას ღრძილი გაწითლებულია და მტკივნეულია
  • ტემპერატურის მატება, მაგრამ არა უმეტეს 38oС
  • კბილების ამოჭრის მხარეს ლოყის სიწითლე
  • სახეზე გამონაყარია
ცვლილება ბავშვის ქცევაში
  • ხშირად ეხება ყურს, კბილის ამოჭრის მხარეს
  • გამუდმებით პირში იდებს ყველაფერს და ღრღნის
  • ხდება უფრო მტირალა და გაღიზიანებული
  • მეტად უჭირს ჩაძინება და მოუსვენრად სძინავს
ძალიან კარგია, როცა პირველი კბილები ჩნდება ტკივილისა და შფოთვის გარეშე
კბილების ამოჭრის მსუბუქი სიმპტომებისას მიეცით პატარას სპეციალური რგოლი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებამდე გაცივდეს

როდესაც თამაშები, კბილის მასაჟორები და სხვა ტიპის ყურადღების გადატანა არეფექტურია, მნიშვნელოვანია აირჩიოთ უსაფრთხო და მოქმედი პროდუქტი თქვენი ბავშვისთვის

დენტოკინდის უპირატესობა¹

  • გერმანული ჰომეოპათიური პროდუქტი ბავშვებისთვის დაბადებიდან 6 წლამდე
  • მარტივი გამოყენება – გახსენით ტაბლეტი 1 ჩაის კოვზ წყალში და მიღებული ხსნარი მიეცით ბავშვს
  • იოლი და გასაგები დოზირება – ტაბლეტის ფორმის გამოყენებით მშობელმა ყოველთვის იცის ბავშვისთვის მიცემული პროდუქტის ზუსტი რაოდენობა
  • დენტოკინდის აქტიური ინგრედიენტები ამცირებს კბილების ამოჭრასთან დაკავშირებულ სიმპტომებს: ოტალგია (ყურის ტკივილი), მტკივნეული ღრძილები, ცხელება და დიარეა
კარგია, როცა დედამ იცის როგორ დაეხმაროს პატარას
კბილების ამოჭრასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად პროდუქტის არჩევისას მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყოთ პროდუქტის უსაფრთხოებაში, მოსახერხებელ გამოყენებაში და საჭირო რაოდენობის ზუსტად განსაზღვრის შესაძლებლობაში

დენტოკინდის შემადგენლობა¹

  • Hepar sulphuris
  • Pulsatilla
  • Belladonna
  • Chamomilla
  • Ferrum phosphoricum
ჩამოთვლილი კომპონენტების შემცველი გერმანული კომპლექსური პრეპარატი, სპეციალურად შექმნილია კბილების ამოჭრასთან ასოცირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად ბავშვებისთვის დაბადებიდან 6 წლამდე
ბავშვი მშვიდია და ინტერესით იკვლევს სამყაროს, როცა მას არაფერი აწუხებს
ბავშვი არ ტირის ცუდი ქცევის გამო, თუ პრობლემის მიზეზს ვერ ადგენთ, უნდა მიმართოთ ექიმს

როდესაც ბავშვის ცუდად ყოფნის მიზეზი სარძევე კბილების ამოჭრაა, ნუ ჩავარდებით პანიკაში, უბრალოდ დაეხმარეთ მას დისკომფორტის გარეშე გადალახოს ეს პერიოდი

როგორ მივიღოთ დენტოკინდი¹


მწვავე სიმპტომების დროს

1 წლამდე ასაკის ბავშვები:
პირველი ორი დღე 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არა უმეტეს 6 ტაბლეტი დღეში
1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები:
მწვავე სიმპტომების დროს ინიშნება 2 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში

სიმპტომების შემცირებისას

1 წლამდე ასაკის ბავშვები:
ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში
1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები:
2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში

მკურნალობის კურსი

1 წლამდე ასაკის ბავშვები:
2-4 დღე ყოველი კბილის ამოჭრისას
1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები:
2-4 დღე ყოველი კბილის ამოჭრისას
  • ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში. ძუძუთა ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობის წყალში (1 ჩაის კოვზი)

მშობლებისთვის სასარგებლო ინფორმაცია

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და კბილების ამოჭრის დრო შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მიუხედავად სხვაობისა, უმეტესობას პირველი კბილები 6-8 თვის ასაკში ამოსდის.

შეინახეთ კბილების ამოჭრის სქემა, რომ ყოველთვის იცოდეთ კბილების ამოჭრის თანმიმდევრობა და სავარაუდო თარიღები. ზოგჯერ პირველი კბილები ერთი წლის შემდეგ ჩნდება და ეს ასევე ნორმის ვარიანტად განიხილება.

სად შევიძინოთ

დისკლეიმერი:

  1. დენტოკინდის გამოყენების ინსტრუქცია
  2. Baby teething symptoms https://www.nhs.uk/conditions/baby/babys-development/teething/baby-teething-symptoms/
ჰომეოპათიური კომბინირებული საშუალების რეკლამა. გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს და აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია. მოარიდეთ ბავშვებს. არსებობს უკუჩვენებები.

მწარმოებელი:დოქტორი გუსტავ კლაინი გმბჰ და კო. კგ., შტაინენფელდი 3, 77736 ცელ ამ ხარმერსბახი, გერმანია სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:ალპენ ფარმა გმბხ, შტაინენფელდი 3, 77736 ცელ ამ ხარმერსბახი, გერმანია

საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი. მიცკევიჩის ქ#27ბ, ოფისი #508.
თუ გსურთ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გვერდით მოვლენების ან უსაფრთხოების, შესახებ ინფორმაციის გაზიარება, პროდუქტთან დაკავშირებული სამედიცინო ჩვენების ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.წერილი შემდეგ მისამართზე: pharmacovigilance@alpenpharma.com